დევნილთა სააგენტოში სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმასამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას იძულებით გადაადგილებულ ოჯახთა, უპრეცედენტოდ მასშტაბური, 4-წლიანი განსახლების გეგმა წარმოადგენდა.

„2021-2024 წლებში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში – ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, ჯამში, 8000-მდე ბინა აშენდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 709 800 000ლარი გამოიყოფა.

სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს პროექტის განხორციელების ვადების, ბიუჯეტისა და ადგილმდებარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათი წინადადებები მოისმინეს.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს თანამედეროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები, ეტაპობრივად, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსებში გადაეცემათ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები