მარტვილში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის № 1 საბავშვო ბაღში, საქართველოს ონკოლოგიურ პათოლოგიათა პრევენციის ფონდის  ორგანიზებით, ჩატარდა აქცია “ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!”

აქციას განახორციელებს,  . ერისთავის სახელობისექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრი.

აქციის მიმდინარეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავაადგილზე გაეცნო.

აქციის ფარგლებში, უფასო კონსულტაციებსაწარმოებდენ, ერისთავის სახელობისექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის, მაღალპროფესიონალიექიმები: ზოგადი ქირურგი, გინეკოლოგი, უროლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი  და რადიოლოგი.

მოქალაქეებს ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური,კადიოლოგიური და სხვა გამოკვლევები. ექიმის მიერ შერჩეული რეცეპტის მიხედვით უფასოდ გაიცა მედიკამენტები.

მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში უფასო სამედიცინო აქცია პერიოდულად იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები