დავით ზალკალიანი: მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორს, მათ, ვინც აქტიურად იყო ჩართული ამ დღეების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში

ვიცეპრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერმინისტრი უშუალოდ იყო ჩართული ყველა პროცესში და საგარეო საქმეთა სამინისტრო შესაბამის უწყებებთან, პრემიერმინისტრის აპარატთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, თავდაცვის სამინისტროსა და პარლამენტთან ერთად მუდმივად იყო კოორდინაციისა და კომუნიკაციის რეჟიმში და ყველა ნაბიჯი იყო ეტაპობრივად დაგეგმილი იმისთვის, რომ უვნებლად გამოსულიყვნენ საქართველოს მოქალაქეები.

„თავიდანვე ჩვენ ვიყავით მუდმივად კომუნიკაციაში ჩვენს საერთაშორის პარტნიორებთან და განსაკუთრებით მინდა, გამოვყო ჩვენი ამერიკელი, ბრიტანელი, თურქი და ასევე უნგრელი კოლეგები. სწორედ მათი დახმარებითა და ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა ჩვენი მოქალაქეების უვნებლად გამოყვანა ავღანეთიდან. პროცესი იყო უაღრესად რთული, რადგანაც მდგომარეობას ამძიმებდა ქაბულში შექმნილი სიტუაცია და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფა ფაქტობრივად იყო შეუძლებელი და იმ სიტუაციაში რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ იხილა, თუ რა ხდებოდა ქაბულის აეროპორტის გარშემო, ძალიან საფრთხილო იყო თითოეული ნაბიჯის დაგეგმვა”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას და, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, უშუალოდ მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილს, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ პროცესს და ყველა იმ საელჩოს, რომელიც იყო ჩართული ამ უაღრესად რთულ პროცესში.

„პროცესი იყო გაყოფილი ორ ნაწილად. შვიდი მოქალაქე, რომლის გამოყვანაც პირველ ეტაპზე მოხერხდა რამდენიმე დღის წინ, ისინი უკვე საქართველოში იმყოფებიან. დანარჩენი საქართველოს 16 მოქალქე, კერძო კონტრაქტორები, რომლებიც ერთ-ერთ დასავლურ კომპანიაში მუშაობდნენ, მათი გამოყვანა შედარებით გაჭიანურდა ობიექტური პირობების გამო, თუმცა, მიხარია, რომ ისინი უკვე უვნებლად არიან გამოსულნი და მოფრინავენ საქართველოში და უახლოეს პერიოდში ისინი დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები