ბრიტანეთმა კოვიდ19-ის სამკურნალოდ პრეპარატ Ronapreve-ის გამოყენებაზე ლიცენზია გასცა

დიდი ბრიტანეთის წამლების რეგულატორმა კოვიდ19-ის სამკურნალოდ პრეპარატ Ronapreve-ის გამოყენებაზე ლიცენზია გასცა.

წამალი Roche-სა და Regeneron-ის მიერ არის შექმნილი.

ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მსოფლიოს პირველი ქვეყანა, სადაც ივლისში Ronapreve-ის გამოყენებაზე ნებართვა გაიცა, იყო იაპონია, სადაც ლაბორატორიულმა ცდებმა აჩვენა, რომ პრეპარატის გამოყენების შემდეგ დაავადების მიმდინარეობა 4 დღემდე შემცირდა.

Ronapreve უკვე გამოიყენება ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის აშშ, ინდოეთი, შვეიცარია, კანადა და ევროკავშირის სივრცე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები