ნიკა მელია: უმაღლესი ალბათობით, გიგი უგულავა იქნება საერთო ოპოზიციური კანდიდატი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, უმაღლესი ალბათობით, გიგი უგულავა იქნება საერთო ოპოზიციური კანდიდატი ფოთის მერობისთვის.
„უმაღლესი ალბათობით, გიგი იქნება საერთო ოპოზიციური კანდიდატი, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, გიგი არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელმაც ბევრი რამ ნახა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, მისი ენერგიისა და გამოცდილების მქონე ადამიანი ვერ იქნება გულხელდაკრეფილი იმ პროცესში, სადაც წყდება სახელმწიფოს ბედი. ეჭვი რომ მეპარებოდეს არ, მივიღებდი მონაწილეობას არჩევნებში“, – აღნიშნავს მელია.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის, დარეჯან ცხვიტარიას ინფორმაციით, ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს.