ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ზურაბ აბაშიძე ამჯერად გოგებაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათთან ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით განხორციელებული კულტურული, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, სოციალური და ურბანული პროექტები განიხილა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, რაიონის განვითარების ხელშეწყობისთვის კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივასა და პროექტს განახორციელებს.

„გოგებაშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრისას მთაწმინდის რაიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები და აქტუალური საკითხები განვიხილეთ. დავსახეთ პრიორიტეტები და ინიციატივები, რომლებსაც, სამომავლოდ „ქართული ოცნების” გუნდთან ერთად განვახორციელებთ.

მნიშვნელოვანია, მოქალაქეებისგან პირადად მოვისმინოთ პოზიციები და გავაცნოთ მათ ჩვენი სამომავლო გეგმები და ხედვები რაიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები