ვლადიმერ ბოჟაძე: აკაკი ბართაია „კანონიერი ქურდის“, „ლავასოღლის“ ღია მხარდამჭერია

ექსპერტი, ვლადიმერ ბოჟაძე გიორგი გახარიას პარტიის წევრის, აკაკი ბართაიას დაკავებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ გახარიას პარტიის წევრი ცნობილი „კანონიერი ქურდის“, „ლავასოღლის“ ღია მხარდამჭერია.

,,სასწაული ამბავია – გახარიას გუნდის განცხადებით, აკაკი ბართაიას იარაღი ჩაუდეს… სიმართლე კი ეს არის:
1. ბართაია ამჟამადაც 15 000-ლარიანი გირაოს ქვეშაა
2. ცნობილი „კანონიერი ქურდის“, „ლავასოღლის“ ღია მხარდამჭერია
3. და ბოლოს, ბათუმში აქციაზე დააკავეს, სადაც “ლავასოღლის” მხარს უჭერდა და იცით, ვინ დააკავა? გახარიას პოლიტსაბჭოს წევრმა, კოტე ანანიაშვილმა”, – წერს ბოჟაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები