მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნება” ადგილობრივ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით,  „ქართული ოცნება” ადგილობრივ, თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„თუკი ნიკა მელია აცხადებს, რომ არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობა” მოიგებს, ამას კომენტარი არ სჭირდება. სჯობს, თავიანთი კვლევები გამოაქვეყნონ, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ. კვლევებს არ ამხელენ, რადგან ზუსტად ის რეალური რიცხვები ექნებათ, რაც, ერთი მხრივ, „გორბმა” გამოაქვეყნა და რასაც ჩვენი პარტიული კვლევებიც ადასტურებს. მელია სააკაშვილის მესიჯებს იმეორებს, იმის მიუხედავად, რომ დაპირისპირებული არიან და გუნდში სერიოზული განხეთქილება აქვთ. ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს – მოსახლეობა კარგად ხედავს, რა პროგრესიც არის. რეგიონებში ხელშესახებ განვითარებას ხედავენ, თუ რა კეთდება – სად არ იყო გზა, წყალი, გაზი და რა გაკეთდა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები