ეკატერინე ტიკარაძე: მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, რომ, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების შემდეგ, ამცრელ დაწესებულებაში დასაქმებული ექიმები სახლში საკუთარი სახსრებით ბრუნდებიან

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების შემდეგ, ამცრელ დაწესებულებაში დასაქმებული ექიმები საკუთარი სახსრებით ბრუნდებიან სახლში – მცდარია.

მისივე თქმით, სახელმწიფო მათ გადაადგილებაზე პასუხისმგებლობას იღებს.

“არამხოლოდ ახლა, სხვა პერიოდშიც, როდესაც ჩვენ „ლოქდაუნი“ გვქონდა, სახელმწიფოს მხრიდან კერძოდ, მერიებიდან, საქართველოს ყველა ქალაქში უზრუნველყოფილი იყო ჩვენი ექიმების ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას“, – აღნიშნავს ტიკარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები