ილია მეორე თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მეცნიერის, ფილოლოგისა და პოლიტიკოსის, თამაზ კვაჭანტირაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ბატონი თამაზ კვაჭანტირაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს:

ბატონი თამაზ კვაჭანტირაძე იყო ქართული ენისა და ლიტერატურის უბადლო მასწავლებელი სრულიად საქართველოსი. თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში მის ტელელექციებს ჩვენი საზოგადოება უდიდესი ინტერესით უსმენდა და ცოდნას იღრმავებდა. საერთო-სახალხო მოწაფეობის ეს პერიოდი დღესაც მრავალთათვის ტკბილად მოსაგონარია.

გამორჩეულია ბატონი თამაზის ღვაწლი ჟურნალ „ბალავარის“ გამოცემისა და თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში მომავალი თაობების აღზრდისთვის გაწეული.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და ლოცვის ძალა მარადიულ გზაზე ბატონი თამაზის შეწევნისათვის”, – ნათქვამია სამძიმრის წერილში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი და პოლიტიკოსი, თამაზ კვაჭანტირაძე 81 წლის ასაკში რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები