თორნიკე რიჟვაძე: გვაქვს უზარმაზარი ძალა, ხედვა, რომ მხარდაჭერა გარდავქმნათ თითოეული ქედელის კეთილდღეობად და კიდევ უფრო ღირსეულად ვემსახუროთ ხალხს

“ქედა ყოველთვის იყო ჩემპიონი „ქართული ოცნების” ხელისუფლების მხარდაჭერაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ძალა, ხედვა, რომ ეს მხარდაჭერა გარდავქმნათ თითოეული ქედელის კეთილდღეობად, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ აქაურობა და კიდევ უფრო ღირსეულად ვემსახუროთ ხალხს”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „ქართული ოცნების” ქედის მერობის კანდიდატის, როლანდ ბერიძის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივი თვიმმართველობის, მერების, საკრებულოს წევრების ეფექტურობაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გადაიჭრება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში არსებული პროექტები.

„ქედა მართლაც გამორჩეული მუნიციპალიტეტია, სადაც ძალიან გამრჯე, შრომისმოყვარე ჩვენი ქედელები ცხოვრობენ და აძლიერებენ როგორც მაღალმთიან აჭარას, ასევე, ჩვენს ქვეყანას. მიუხედავად პანდემიისა, რომელიც არის ბოლო დროის ყველაზე დიდი გამოწვევა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის, არცერთი პროექტი და ინიციატივა, რომელიც გვქონდა, იქნება ეს ქედაში თუ მთლიანად აჭარაში, არ გაჩერებულა, პირიქითი, ახალი სისწრაფეებით, როგორც ეკონომიკა იზრდება, ისე იზრდება ამ პროექტების განხორციელების ტემპი და მასშტაბი, რაც მისასალმებელია. გვესმის, რომ ადგილზე, მოქალაქეებს აწუხებთ კონკრეტული პრობლემები და ამ კონკრეტულ პრობლემებს სჭირდება გადაწყვეტა ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან. სწორედ ადგილობრივი თვიმმართველობის, მერების, საკრებულოს წევრების ეფექტურობაზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად გადაიჭრება კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში არსებული პროექტები. სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ ყველგან კანდიდატები. ქედის მომავალი მერი, რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება მუნიციპალიტეტში მუშაობის და, ასევე, საკრებულოს „ქართული ოცნების” მომავალი უმრავლესობა ღირსეული ადამიანების ნაკრებია, რომელიც შეძლებს ქედის განვითარება აიყვანოს ახალ ეტაპზე, გადაუჭრას ქედელებს პრობლემები და განახორციელოს ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება როგორც მუნიციპალიტეტის მხრიდან, ასევე აჭარის მთავრობის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქედაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„ბატონმა პრემიერმა ახსენა მუნიციპალიტეტების ურბანული განახლების პროგრამა, რომლის თვალსაჩინო მაგალითსა და შედეგებს ქედელები წლის ბოლოსთვის ნახავთ. სულ ახლოს მდებარეობს ქედის ცენტრი, რომელიც სულ მალე კეთილმოეწყობა და ყველა სტუმარი, ყველა ქედელი იამაყებს ამ ახალი, თანამედროვე, ევროპული ქედის ცენტრით, რაც კიდევ უფრო მეტ ტურისტს, კიდევ უფრო მეტ შემოსავალს გაუჩენს აქაურობას. ჩვენი პროექტების მიმდინარეობისას განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობის განვითარებას, რომლის უზარმაზარი პოტენციალია ამ მუნიციპალიტეტში. წელს წლის ბოლომდე მოეწყობა ღვინის ლაბორატორია, ასევე, მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ მეწარმეებს და 40-ზე მეტი პროექტია შერჩეული ამ მიმართულებით.

მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს კანდიდატებს და მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს. ჩვენ ბოლო წლებში ყველაზე ძლიერად ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას. ქედა ყოველთვის იყო ჩემპიონი „ქართული ოცნების”, ხელისუფლების მხარდაჭერაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ძალა, ხედვა, რომ ეს მხარდაჭერა გარდავქმნათ თითოეული ქედელის კეთილდღეობად, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ აქაურობა და კიდევ უფრო ღირსეულად ვემსახუროთ ხალხს”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები