ეკატერინე ტიკარაძე: არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, რომ მოხდეს სამთავრობო გუნდისა და ექიმების დაპირისპირება, მინდა, ვთხოვო ყველას, ამის დრო არ არის

“არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, რომ მოხდეს სამთავრობო გუნდისა და ექიმების დაპირისპირება, შეეხება ეს ანაზღაურებას, თუ მადლობის გადახდას, მინდა, ვთხოვო ყველას, დღესდღეობით არ არის დრო, რომ მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები”, – ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ექიმების ყველა ინტერესი დაცულია.

„დღესაც კი ექვსი ათასამდე ახალი შემთხვევა გვაქვს. დღესდღეობით საქართველოში არის 57ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა და ეს არის საკმაოდ მაღალი დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე, მიუხედავად ამისა, ჩვენი ექიმების დახმარებით არცერთი პაციენტი არ რჩება მომსახურების გარეშე. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო სამედიცინო საზოგადოებას, ყველა ჰოსპიტალს, ყველა ექიმს, რომელიც პირველი დღიდან არის ჩართული ამ პროცესში. მინდა, აღვნიშნო შემდეგი ფაქტი, რომ არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა,  მოხდეს სამთავრობო გუნდის და ექიმების დაპირისპირება, შეეხება ეს ანაზღაურებას, თუ მადლობის გადახდას ექიმების მიმართ. მინდა, ვთხოვო ყველას, დღესდღეობით არ არის იმის დრო, რომ მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები. სახელმწიფოს მხრიდან არის დაცული ექიმების ყველა ინტერესი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები