ეკატერინე ტიკარაძე: კვირის ბოლომდე აჭარის რეგიონს დამატებით 120 საწოლი გადაეცემა, იმერეთის რეგიონს კი – 150 საწოლამდე
„აჭარასა და იმერეთში ყოფნის დროს ჩვენ კერძო კლინიკების წარმომადგენლებს რამდენჯერმე შევხვდით. მათ მოვთხოვეთ და დავავალეთ, დროულად მოახდინონ არსებული რესურსის ოპტიმალურად უზრუნველყოფა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კვირის ბოლომდე აჭარის რეგიონს დამატებით 120 საწოლი გადაეცემა, იმერეთის რეგიონს კი – 150 საწოლამდე.
„აჭარაშისა და იმერეთში ყოფნის დროს ჩვენ კერძო კლინიკების წარმომადგენლებს რამდენჯერმე შევხვდით. მათ მოვთხოვეთ და დავავალეთ, დროულად მოახდინონ არსებული რესურსის ოპტიმალურად უზრუნველყოფა, რათა ჩვენი პაციენტებისთვის მაქსიმალური შესაძლებლობა გვქონდეს, ჰოსპიტალურ სექტორში გავუწიოთ მომსახურება. ამ ეტაპისთვის, მათი მხრიდან მოცემული გვაქვს პირობა, რომ კვირის ბოლომდე აჭარაში 120 საწოლამდე დამატება მოხდება, ასევე, 150 საწოლამდე დამატება უნდა მოხდეს იმერეთის რეგიონში. საწოლების მოწოდება კლინიკებმა ხვალიდან უნდა დაიწყონ. ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზია“, – განაცხადა ტიკარაძემ.