ეკატერინე ტიკარაძე: დარწმუნებული ვარ, შეზღუდვები შედეგს მოიტანს, თუმცა, თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება
“ვერ ვიტყოდი, რომ მთავრობა არის ლოიალური ამ შეზღუდვების პირობებში, ვინაიდან მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროში არსებული შრომითი ინსპექციის მხრიდან განხორციელდა არაერთი ზედამხედველობითი და საჯარიმო ღონისძიება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრი იმედოვნებს, რომ შეზღუდვები შედეგის მომტანი იქნება.
„დარწმუნებული ვარ, ეს თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. თუმცა, ამავდროულად, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მნიშვნელოვანია არამხოლოდ მოლოდინი მთავრობისგან, რამდენად მკაცრი იქნება და რამხელა სასჯელი იქნება დაწესებული, ჩვენ თითოეული მოქალაქის და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება“, – განაცხადა ტიკარაძემ.