თენგიზ ცერცვაძე: საველე ჰოსპიტლები იშლება რეზერვისთვის, ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება შემთხვევების ასეთი მატება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებს.
“სამწუხაროდ, დღეს კიდევ მოიმატა ახალმა შემთხვევებმა, 6000-ზე მეტი დაფიქსირდა, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოსთვის პანდემიის დასაწყისიდან. სიკვდილობაც ჩვენთვის შედარებით მაღალი იყო – 47, თუმცა, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ, შემთხვევების კატასტროფულად გაზრდილი რაოდენობის ფონზე, გარდაცვალების შემთხვევების მატება გარდაუვალია. საველე ჰოსპიტლები იშლება რეზერვისთვის – ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი მატება”, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.