ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს მოსახლეობას არ სჭირდება არც რევოლუციები, არც ომი და არავინ და ვერავინ ვერ შეძლებს ქაოსისა და დესტაბილიზაციის შემოტანას ჩვენს ქვეყანაში, ამის გარანტი არის ჩვენი ძლიერი გუნდი და ჩვენი ერთობა
„ქართული ოცნება” არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო და უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის, ზაზა დიასამიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა პროექტის განხორციელებას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა.
„ჩვენს მოსახლეობას არ სჭირდება არც რევოლუციები, არც ომი და არავინ და ვერავინ ვერ შეძლებს ქაოსისა და დესტაბილიზაციის შემოტანას ჩვენს ქვეყანაში. ამის გარანტი არის ჩვენი ძლიერი გუნდი და ჩვენი ერთობა. „ქართული ოცნება” არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო და უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.