სერგო ჩიხლაძე: თუ მთელი ოპოზიცია დაჯგუფდება ერთი რომელიმე ნომრის გარშემო, ეს ამომრჩევლისთვის არჩევანს შეამცირებს
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, სერგო ჩიხლაძის აზრით, ოპოზიციის გაერთიანება ამომრჩევლის არჩევანს შეამცირებს.
მისივე თქმით, არჩევნებზე არჩევანი მრავალფეროვანი უნდა იყოს.
„რა თქმა უნდა, მთლიანობაში ოპოზიციამ უნდა აიღოს მეტი ხმა და ამაზე ვართ მომართული ყველა. „მესამე ძალას“ აქვს თავისი გზა. ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატები. თუ მთელი ოპოზიცია დაჯგუფდება ერთი რომელიმე კონკრეტული ნომრის გარშემო, ეს ამომრჩევლისთვის არჩევანს შეამცირებს და ჩვენი მიზანია, იყოს მრავალმხრივი არჩევანი – ყველა გემოვნების ადამიანს ჰქონდეს თავისი არჩევანი“, – განაცხადა ჩიხლაძემ.