ნიკა მელია: ბევრ ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ ამ არჩევნებს

“ბევრ ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ ამ არჩევნებს, სხვა გზას არ დავუტოვებთ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ ოპოზიციის ნაწილის მიერ საერთო მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე განაცხადა.

მელიას თქმით, მას მოქალაქეების იმედი აქვს.

„წარმატებები თითოეულ მაჟორიტარობის კანდიდატს, მათთან ერთად ვიქნები და, როგორც არასდროს, მჯერა, რომ 2 ოქტომბერს მოვიგებთ, როგორც არასდროს მჯერა. ხალხო, ეს არის რეფერენდუმი – კი თუ არა. საქართველომ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ თავს არ ვზოგავთ და ბრძოლის ავანგარდში ვდგავართ და ასეთ შემთხვევაში არ დარჩება არცერთი ადამიანი, ვინც არ მოვა არჩევნებზე და ხმას არ მისცემს ქვეყნის მომავალსა და წარმატებას. მაქვს საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი იმედი”, – განაცხადა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები