ეკატერინე ტიკარაძე: ერთი დოზით აცრილებიდან, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვდა მხოლოდ 2,85 პროცენტი, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტებიდან – 2,13 პროცენტი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ჩატარდა მოკვლევა, თუ რამდენი ადამიანი მოხვდა კლინიკებში მათგან, ვინც უკვე აცრილია ერთი ან ორი დოზით.

„იმისთვის, რომ კიდევ უფრო ნათელი გავხადოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, გავაკეთეთ მოკვლევა, ვინაიდან უკვე საკმაოდ იდი რაოდენობაა მოქალაქეების აცრილია. მოგვეცა საფუძველი, დაგვედგინა, როგორია წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი პაციენტებისა, ვინც უკვე იყვნენ ერთი ან ორი დოზით აცრილნი და ამ კომპონენტში უკვე გამოიკვეთა, რომ ერთი დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2,85 პროცენტი, ხოლო ორი დოზით აცრილი პაციენტების 2,13 პროცენტი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები