“თალიბანმა” სამთავრობო მოხელეებს ამნისტია გამოუცხადა

Taliban fighters stand guard in front of the Hamid Karzai International Airport, in Kabul, Afghanistan, Monday, Aug. 16, 2021. Thousands of people packed into the Afghan capital's airport on Monday, rushing the tarmac and pushing onto planes in desperate attempts to flee the country after the Taliban overthrew the Western-backed government. (AP Photo/Rahmat Gul)

“თალიბანმა” საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა, მათ შორის, ავღანეთის სამთავრობო ჩინოვნიკებისთვის, – იტყობინება France-Presse.

”თქვენ შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას სრულად დარწმუნებულები”, – ციტირებს სააგენტო მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებას.

ავღანეთში ვითარება განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში, “თალიბანის” მიერ ავღანეთის მსხვილი ქალაქების შედეგად გამწვავდა.

15 აგვისტოს “თალიბანი” უკვე ყველა სასაზღვრო გადასასვლელს აკონტროლებდა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ დაჯგუფების მებრძოლები ქაბულში შევიდნენ და პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. ქვეყანა ქვეყნის პრეზიდენტმა დატოვა, თუმცა, როგორც აშრაფ ღანიმ თქვა, ეს “ხოცვა – ჟლეტის თავიდან ასაცილებლად” გააკეთა.

იმავე ღამით “თალიბანის” ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულდა და მმართველობის ფორმა უახლოეს მომავალში შტატში გაირკვევა.

ამჟამად კი, ავღანეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეთა, ასევე, იმ პირთა ევაკუაცია მიმდინარეობს, რომლებსაც “თალიბანის” შურისძიების ეშინიათ და სურთ ქვეყნის დატოვება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები