შსს-მ კახეთში ზურაბ ზვიადაურის ძმისა და კიდევ 2 პირის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც ზურაბ ზვიადაურის ძმა და კიდევ 2 პირი მოკლეს გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ წინანდალში მკვლელობა მოხდა. მოკლულია სამი პირი.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაჭრილია ორი პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები