ქაბულის აეროპორტში განვითარებული მოვლენების დროს, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ Associated Press News-ი ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით წერს.
აღინიშნება, რომ ამ რიცხვში შედის ორი ადამიანი, რომელიც აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავიდან გადმოვარდა.
ასევე, ცოტა ხნის წინ პენტაგონში განაცხადეს, რომ აეროპორტში ამერიკელმა სამხედროებმა ორი მამაკაცი მას შემდეგ მოკლეს, რაც მათ ჯარისკაცების მისამართით ცეცხლი გახსნეს.
როგორც CNN-ი პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, მოკლული ადამიანები შეიარაღებულები იყვნენ, თუმცა, უცნობია, იყვნენ თუ არა ისინი “თალიბანის” წევრები.
გარდა ამისა, განვითრებული მოვლენების დროს ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა და ეს სხვა ლოკაციაზე მოხდა. სამხედროებმა ჯერ არ იციან, რა ვითარებაში დაშავდნენ ჯარისკაცები.