მარინა კალიურანდი: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბელარუსულ კა-გე-ბესთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება

“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბელარუსულ კა-გე-ბესთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი ​”ტვიტერზე“ წერს.

მისივე თქმით, ბელარუსიდან გახიზნული პირები, რომლებმაც უსაფრთხო თავშესაფარი იპოვეს საქართველოში, უნდა იყვნენ სრულად დაცულები.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბელარუსულ სამარცხვინო კა-გე-ბესთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება. ლუკაშენკო ძალისმიერ გზით მოხვდა ხელისუფლებაში 09/08/2020-დან არჩევნების გაყალბების შედეგად. ბელარუსიდან გახიზნული პირები, რომლებმაც უსაფრთხო თავშესაფარი იპოვეს საქართველოში, უნდა იყვნენ სრულად დაცულები“, – წერს მარინა კალიურანდი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბელარუსთან დადებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები