გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში მოუწოდებს “თალიბანსა” და ავღანეთში ყველა მხარეს, ადამიანების ჰუმანიტარულ უფლებებს სცენ პატივი, მათი თავისუფლებები უზრუნველყონ.
ამის შესახებ გუტერეშის განცხადებაშია ნათქვამი.
აღინიშნება, რომ საერთაშორისო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს, რათა არ მიეცეს ავღანეთს საშუალება, გახდეს ტერორისტული ორგანიზაციებისთვის პლატფორმა და “სამოთხე”.
გაერო-ს გენერალური მდივანი მოუწოდებს უშიშროების საბჭოსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიყენონ ყველა ინსტრუმენტი ავღანეთში ტერორისტული საფრთხის ჩასახშობად.