ეკატერინე ტიკარაძე: თბილისში საველე ჰოსპიტალი 500 პაციენტისთვის გაკეთდება და საწოლთა უმეტესობა ჟანგბადით იქნება აღჭურვილი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში საველე ჰოსპიტალი 500 პაციენტისთვის გაკეთდება და საწოლთა უმეტესობა ჟანგბადით იქნება აღჭურვილი.
“საველე ჰოსპიტალი გაიშლება 500 საწოლამდე პაციენტისთვის, საწოლების უმრავლესობა იქნება ჟანგბადით აღჭურვილი. დღეისთვის უკვე გამართულია ყველა მოწყობილობა, რომელიც ესაჭიროება საწოლებს იმისთვის, რომ მომარაგდეს ჟანგბადით. დამონტაჟებულია ორი 5-ტონიანი ცისტერნა, რომელიც საწოლებს ჯანგბადით მოამარაგებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კოვიდის მართვის პერიოდში.
რაც შეეხება ექიმებს, არაერთი ვერსია მოვისმინე სამხედრო ექიმების ჩართვაზე და არასრულფასოვნად ამ პროცესისთვის მზადყოფნაზე. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში არ ხდება ექიმების მომზადება, სამხედრო-საველე პირობებისთვის, თუმცა, ექიმების ის მეტი წილი, რომელიც დღეისთვის არის პრაკქტიკოსი ექიმი, მათ იმ პერიოდში აქვთ განათლება მიღებული, როდესაც სამხედრო გადამზადება იყო სავალდებულო და, შესაბამისად, მათ აქვთ გარკვეული გამოცდილება ამასთან მიმართებით”, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.