ზურაბ ქადაგიძე: არ შეიძლება პანდემიის დროს ცალმხრივად, სახელმწიფოს ვალდებულებად დავტოვოთ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა და ჩვენ პასუხისმგებლობა არ გავითავისოთ

“აუცილებელია მკაცრი ზომების გატარება და სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვები უნდა იყოს, როგორც ადეკვატური, ასევე მაქსიმალურად საზოგადოებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე’’, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს და “რადიო თავისუფლების’’ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას აზიარებს, რომელიც, ბერლინში ე.წ. კოვიდ-დისტანციის საპროტესტო აქციის გამო, პოლიციის მხრიდან 503 საქმის გამოძიების დაწყებას ეხება.

ანალიტიკოსის აზრით, მოქალაქეებმა სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა უნდა გაითავისონ.

,,ასევე მოქალაქეებმა უნდა გავითავისოთ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და არა პირადი ინტერესებით, არამედ საზოგადოებრივი საჭიროებებით ვიხელმძღვანელოთ. არ შეიძლება, ამ პანდემიის დროს ცალმხრივად, სახელმწიფოს ვალდებულებად დავტოვოთ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა და ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობა არ გავითავისოთ. საკმაოდ მკაცრი დამოკიდებულება აქვს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს კანონდამრღვევი მოქალაქეების მიმართ და იქნებ ჩვენთვის მაგალითი იყოს? დავემორჩილოთ შეზღუდვებს, დავიცვათ ჩვენი და საზოგადოების უსაფრთხოება, დავიცვათ ერთმანეთი!’’,- წერს ქადაგიძე “facebook”-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები