დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი: ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულის სტატუსი მხოლოდ 2 დოზით აცრილებს ენიჭებათ
კორონავირუსის გადატანის შემდეგ 1 დოზით აცრის შემთხვევაში სრულად ვაქცინირებულად არ ჩაითვლებით – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულის სტატუსი მხოლოდ 2 დოზით აცრილებს ენიჭებათ.
“ზოგიერთ ქვეყანაში, COVID-19-ით ინფიცირების შემდეგ, მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს აიცრას მხოლოდ ერთჯერადად და მიიღოს სრულად ვაქცინირებულის სტატუსი.
საქართველოში ამოქმედებული ახალი რეგულაციის თანახმად, ამ ქვეყნების წარმომადგენელ აღნიშნული სტატუსის მქონე პირებზე, საქართველოს საზღვრის კვეთისას მათზე გავრცელდება იგივე რეგულაცია, რაც 2 დოზით აცრილებზე.
რეგულაცია არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულის სტატუსი მხოლოდ 2 დოზით აცრილებს ენიჭებათ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.