სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა
“ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, “ქართული ოცნებიდან” სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რევაზ სოხაძემ შეხვედრები ამჯერად ვარკეთილი 3-ის მოსახლეობასთან გამართა”,- ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ მისამართებზე გასულ წლებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, მოასფალტდა შიდა ეზოები, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და სპორტული მოედნები.
“დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას პირადად გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია, ასევე, მოისმინა მათი საჭიროებები. აღნიშნულ ლოკაციებზე კორპუსის სადარბაზოებისა და სკვერების მოწყობა/რეაბილიტაციის საჭიროება გამოიკვეთა, რომლის გადაჭრაც უახლოეს პერსპექტივაში იგეგმება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.