„ახმეტაში, რამდენიმე მუნიციპალიტეტთან ერთად, ტყის მდგრადი მართვის საპილოტო პროგრამები განხორციელდება”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნების” ახმეტის მერობის კანდიდატის, ალექსი ფიცხელაურის წარდგენაზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს იქნება იმ მეურნეობების დაფინანსება, რომლებიც ტყეში როგორც მერქნულ ისე არამერქნულ რესურს მოიპოვებენ მდგრადი პირობებით. ეს არის ახალი პროგრამა კლიმატის მწვანე ფონდთან და ტყის მდგრად მართვას ითვალისწინებს.
„იქ, სადაც სოფლის მეურნეობა ნაკლებად არის წარმოდგენილი, მეტია ბუნებრივი რესურსების გამოყენების საშუალება. ახალი სატყეო კოდექსი იყო როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის ერთიანი სურვილი, რომ მიგვეღო ტყის მდგრადი მართვის ახალი პლიტიკა. ახმეტის მუნიციპალიტეტი იქნება ერთ-ერთი პირველი, პიონერი რეგიონში, სადაც ჩვენ დავიწყებთ სატყეო მეურნეობის იმგვარად აღდგენას, რომ ერთის მხრივ, გავუფრთხილდეთ ტყეს, მეორე მხრივ, შევქმნათ მეტი ეკონომიკა, მეტი სარგებელი მიიღოს ჩვენმა მოქალაქემ”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.