ეკატერინე ტიკარაძე: დღეს დაწესებული შეზღუდვები იძლევა საიმედო საფუძველს, რომ აღმავალი ინფექციის გარდატეხა მოხდება
“საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც საკმაოდ ხანგრძლივი თათბირისა და დისკუსიის შემდეგ მიიღო საბჭომ, გვაძლევს საიმედო საფუძველს, რომ აღმავალი ინფექციის გარდატეხა მოხდება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში ჟურნალისტებთან განაცხადა.
მინისტრი იმედოვნებს, რომ დადებითი დინამიკა მალე გახდება შესამჩნევი.
„მინდა, აღვნიშნო, რომ, დღეს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომლებიც საკმაოდ ხანგრძლივი თათბირისა და დისკუსიის შემდეგ მიიღო საბჭომ, გვაძლევს საიმედო საფუძველს, რომ აღმავალი ინფექციის გარდატეხა მოხდება. რაც უკვე ხორციელდება, არის აღსრულების კომპონენტის მნიშვნელოვნად გამკაცრება. თქვენ იცით, რომ შრომის ინსპექციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უკვე ხორციელდება შესაბამისი მონიტორინგი, სადაც განხორციელდა როგორც ობიექტების დაჯარიმება, ასევე, დალუქვა, ყველა ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს მომავალში ინფექციის გავრცელების დადებითი დინამიკა გვექნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.