ეკატერინე ტიკარაძე: ოჯახის ექიმების რესურსის გადატვირთვასთან დაკავშირებით ინფორმაცია მაქვს, რაც შეეხება 112-ს, ისინი პერსონალის მობილიზებაზე მუშაობენ
“ოჯახის ექიმების რესურსის გადატვირთვასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მაქვს. 1 კვირის წინ ჩვენ კიდევ 80 ოჯახის ექიმი დავამატეთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ონლაინ კლინიკის გაფართოებაზე მუშაობს.
„ვმუშაობთ ონლაინ კლინიკის გაფართოებაზე. რაც შეეხება 112-ს, ეს არ არის ჩემი უწყება, მაგრამ კოლეგა მინისტრთან მქონდა საუბარი და ისინიც აკეთებენ პერსონალის მობილიზებას. მაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 100 პირი არის დაკონტრაქტებული, რათა 112-ში შემოსულ ზარებზე სწრაფი რეაგირება მოხდეს. როგორც ვიცი, 70 პირი უკვე ჩართულია საქმეში, რათა ზარების განტვირთვა მოხდეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.