ეკატერინე ტიკარაძე: ვმუშაობთ, რომ არცერთი პაციენტი, ვისაც საჭიროება აქვს, არ დარჩეს კლინიკის გარეთ

“ვმუშაობთ, რომ არცერთი პაციენტი, ვისაც საჭიროება აქვს, არ დარჩეს კლინიკის გარეთ, თუმცა, ის პაციენტები, ვინც შესაძლებელია, რომ დროზე ადრე იყვნენ გაწერილები, მნიშვნელოვანია, რომ მათი დროული გადაყვანა მოხდეს კოვოდსასტუმროებში“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, სტაციონარში ინფიცირებულთა 13% ხვდება.

„ვაკვირდებით, თუ რა არის საწოლბრუნვის მაჩვენებელი კლინიკაში და ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ ეს კომპონენტი. სტაციონარიზაცია დღესდღეობით არის 13%-მდე და ამაზე ვმუშაობთ, რომ არცერთი პაციენტი, ვისაც საჭიროება აქვს არ დარჩეს კლინიკის გარეთ, თუმცა, ის პაციენტები, ვინც შესაძლებელია, რომ დროზე ადრე იყვნენ გაწერილი და გადაყვანილი კოვიდსასტუმროებში, მნიშვნელოვანია, რომ მათი დროული გადაყვანაც მოხდეს. თითოეულ დღეს ინფიცირებულთა 13% ხვდება სტაციონარში, ინფექციის მატებასთან ერთად გამოჯანრთელებულების რიცხვი იზრდება და გარკვეულ პერიოდში საკმაოდ რთული იქნება პაციენტების მიღება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა ინფექციის გავრცელების სიჩქარის კლება და ინფიცირებულთა რაოდენობის კლებისკენ წამოყვანა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები