„ქართული ოცნება“: ჩვენ გვახსოვს შინდისის გმირები! დიდება გმირებს!

„ქართული ოცნება“ შინდისის ბრძოლასთან დაკავშირებით Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს.

„2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან. ბრძოლამ, დაახლოებით, ერთ საათს გასტანა. შინდისის ბრძოლაში 17 ჯარისკაცი დაიღუპა.

შინდისის გმირები არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. ჩვენ გვახსოვს შინდისის გმირები! დიდება გმირებს!“, – აღნიშნულია მმართველი გუნდის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები