დუბაიში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მომსახურების ცენტრის ოფისი გაიხსნა

დუბაიში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მომსახურების ცენტრის ოფისი გაიხსნა, რომელიც ემირატებსა და გალფის ქვეყნებს მოემსახურება.

ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა გახსნა, რომლის მიზანია, ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო და ტურისტული რესურსის პოპულარიზაცია, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მიმართულებით დაინტერესებულ სტუდენტთა მოზიდვა და ქვეყნის ეკონომიკური რესურსების მხარდაჭერა.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მომსახურების ცენტრი ინტენსიურად იმუშავებს, რათა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ასევე მის მოსაზღვრე და გალფის ქვეყნებს მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდოს საქართველოში ცოდნის მიღების შესაძლებლობების შესახებ.

ცენტრი დაინტერესებულ პირებს გააცნობს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, სტუდენტური მხარდაჭერის სერვისებს, ონ-ლაინ პლატფორმების საშუალებით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს, ღია კარის დღეებს და ორიენტირებული იქნება, საუკეთესო, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების მოზიდვაზე.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი, ვიცე რექტორი საერთაშორისო და სამართლებრივ საკითხებში თეა იმედაძე და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის კლინიკური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ჯანდაცვის მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ელენე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები