ეკატერინე ტიკარაძე: არ ვართ ყოვლისშემძლეები, მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული ხალხის პასუხისმგებლობაზე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში საგანგაშო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა.

მისივე თქმით, საზოგადოების პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია.

“გამუდმებით ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ მდგომარეობა არის ნამდვილად საგანგაშო. არ არის მარტივი სიტუაცია. ჯანდაცვის სამინისტრო ისევე, როგორცვ მისი ყველა უწყება, ასევე ჯანდაცვის სექტორის ყველა წარმომადგენელი 24-საათიან რეჟიმში ჩართული არიან პროცესის მართვაში.

ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, გავუმკლავდეთ პროცესს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მივმართო როგორც მედიას, ასევე მოსახლეობას – ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩვენც გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა და ჩვენ დამოკიდებულები ვართ ძალიან მნიშვნელოვნად ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან იმ რეკომენდაციების დაცვაზე, რომელიც ჩვენი მხრიდანაა მიწოდებული და მნიშვნელოვანია, აქტიური თანამშრომლობა იმისათვის, რომ ჯანდაცვის სექტორში არ მოხდეს კოლაფსი”,- განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები