ნინო ლაცაბიძე: გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ იცხოვრონ ეკონომიკურად ძლიერ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში

14 წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის დროს ჩემი მთავარი პრინციპი ყოველთვის იყო თანამოქალაქეებთან ერთად სწორი გადაწყვეტილებების მიღება, – ამის შესახებ ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.„ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ ღირებულებებით აპირებს შექმნას რუსთავში წარმატებული ხვალინდელი დღე.

„ამისთვის კი გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა და ხედვა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ იცხოვრონ ისეთ რუსთავში, რომელიც იქნება ეკონომიკურად ძლიერი და ვიცხოვრებთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში“, – განაცხადა ლაცაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები