გია აბაშიძე გახარიაზე: ღალატს გამართლება არ აქვს! Წერტილი!

საინტერესოა, სად, ვის წინაშე და რა ვითარებაში დადო ეს გაურკვეველი ფიცი? თუ რომელიმე პატრიოტული “ბლოკბასტერის” შთაბეჭდილების ქვეშაა?, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომელიც გახარიას კომენტარს ეხმიანება, რომელიც ამბობდა, რომ ერთგულების ფიცი აქვს დადებული და ეს ფიცი ჩვენი ქვეყანა, ხალხი და სახელმწიფოა.

აბაშიძეს თქმით, ღალატს გამართლება არ აქვს.

“საინტერესოა, სად, ვის წინაშე და რა ვითარებაში დადო ეს გაურკვეველი ფიცი? თუ რომელიმე პატრიოტული ‘ბლოკბასტერის’ შთაბეჭდილების ქვეშაა?
ყველაზე რთულ და გადამწყვეტ მომენტში, “ნაცების” ნიკანორ მელიას გამო რომ ღალატობ კანონის უზენაესობას, საკუთარ გუნდს, მხარდამჭერებს და შემდეგ სინდისის ქენჯნა გაწუხებს და ამას საჯაროდ ვერსად ამბობ, ბუნებრივია, იქ ხდება გამოგონილ რეალობაზე აპელირება.
Ბოდიში, მაგრამ ღალატს გამართლება არ აქვს! Წერტილი”, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები