გია ვოლსკი: წინასწარ ვერ გეტყვით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვების დროს როგორ გადაწყვეტილებას მივიღებთ

“წინასწარ ვერ გეტყვით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვების დროს როგორ გადაწყვეტილებას მივიღებთ საბოლოოდ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა კონსულტაციები.

“რასაკვირველია, ოპოზიციასთან კონსულტაციები არის და კონსულტაციები საჭიროა, მაგრამ მათი პასუხია, რომ თუკი ისე არ იქნება, როგორც მათ მიაჩნიათ საჭიროდ, ეს არ შედგება და არ მოხდება. არანორმალური, არაჯანსაღი პოლიტიკური რეჟიმია. ზოგადად, ბევრი დადებითი მხარე აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვას და ამის კარგი პრაქტიკა არსებობს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები