მიხეილ სარჯველაძე: საჯარო მოხელეები ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ, ისინი აბსოლუტურად იმსახურებენ დაფასებას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეებისა და მერების ხელფასები 2022 წლის იანვრიდან გაიზრდება.
“საჯარო მოხელეები ჩვენს დროში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და, შესაბამისად, ისინი აბსოლუტურად იმსახურებენ დაფასებას. ამიტომ, მსგავს ინიციატივებს მივესალმები”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.