ამირან გამყრელიძე: როგორც წესი, პირველი ეფექტი შეზღუდვების შემოღებიდან 10-14 დღეში ჩანს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიასთან მიმართებით, როგორც წესი, პირველი ეფექტი შეზღუდვების შემოღებიდან 10-14 დღეში ჩანს.

მისივე თქმით, რეკომენდაციებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველთვის რადიკალურია.

„როგორც წესი, პირველი ეფექტი შეზღუდვების შემოღებიდან 10 დღეში, 2 კვირაში ჩანს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველთვის უფრო რადიკალურია​. საკოორდინაციო საბჭომ ძალიან სერიოზული რეკომენდაციები გაითვალისწინა – ესაა ძალიან მკაცრი ზომების მიღება ქორწილების, ქელეხების შემთხვევებში და დარბაზების დალუქვამდე მისვლა და ხალხმრავალი ადგილების აკრძალვა. ესაა ძალიან სერიოზული. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია აღსრულებაზე და დარწმუნებული ვარ, რომ აღსრულება მაქსიმალური იქნება და მაქსიმალურ შედეგს მოგვცემს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები