ამირან გამყრელიძე: ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანა არის სერიოზულ ეპიდსიტუაციაში, აუცილებელია მანდატორულად პირბადის ტარება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესებულია.

​მისივე თქმით, რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.

“ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანა არის სერიოზულ ეპიდსიტუაციაში და მარტო ის, რომ გემუქრებით დალუქვით, ჯარიმით და ა.შ. არ უნდა იყოს. ჩვენ თვითონ უნდა გავითავისოთ, უარი უნდა ვთქვათ შეკრებებზე. თუ არა და, დალუქავენ ამ დარბაზებს და ეს იქნება. შევასრულოთ რეკომენდაციები, რომლებიც დღეს დაწესდა, მხედველობაში მაქვს პირბადის უნივერსალური ტარება. აუცილებელია მანდატორულად პირბადის ტარება. ჩვენ ამ კვირაში უნდა ავიდეთ, დაახლოებით, 25 000 აცრაზე. ახლა აგვისტოს საშუალო მაჩვენებელი გვაქვს ყოველდღიური 18 500, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ 6 აგვისტოს გვქონდა 23 000-ზე მეტი“, – განაცხადა გამყრელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები