ღამის კლუბებსა და კვების ობიექტებთან მიმართებით, რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ღამის კლუბებსა და კვების ობიექტებთან მიმართებით, რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.

„შეგახსენებთ, აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე, დახურულ სივრცეებში და აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები