ნათია თურნავა: მინისტრთა კაბინეტში არანაირი დაპირისპირება არაა, ყურით მოთრეული თემაა – მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა – მართავს პანდემიას და ზრდის ეკონომიკას

“არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ეს ყურით მოთრეული, მოგონილი თემაა”, – ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა კითხვას, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის დაპირისპირება არის თუ არა.

თურნავას თქმით, მმართველი გუნდის წევრებს ერთმანეთთან კოლეგიალური ურთიერთობები აქვთ.

„ჩვენ ძალიან კარგი, კოლეგიალური ურთიერთობები გვაქვს. ახლაც საბჭო მიმდინარეობს, რომელიც პანდემიის მართვას ეხება, ყველაფერს კოლეგიალურად ვწყვეტთ. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, ეს ყურით მოთრეული, მოგონილი თემაა იმისთვის, რომ თითქოს რაღაც ხდება. არაფერიც არ ხდება, მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა – მართავს პანდემიას და ზრდის ეკონომიკას“, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები