დავით ზალკალიანი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საერთაშორისო ბერკეტები გვიორმაგდება
„ისინი კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკურ და სამართლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა “იმედის კვირასთან” აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს განაჩენზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ის მიიჩნევს, საერთაშორისო ბრძოლა მოგებულია.
“საერთაშორისო ბრძოლა, ვფიქრობ, არის მოგებული და ამ თვალსაზრისით საერთაშორისო ბერკეტები, უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, გვიორმაგდება და კიდევ ახალ, დამატებით ზეწოლის მექანიზმებს გავაჩენთ ამ გადაწყვეტილების შემდეგ“, – განაცხადა ზალკალიანმა.