ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი მეუღლე აიცრა “სინოფარმის” ვაქცინით, ოჯახის ყველა წევრი აცრილი მყავს

“რატომ ფაიზერი – ჩემი მეუღლე აიცრა სინოფარმის ვაქცინით, ახლა გვინდა, ერთგვარი შეჯიბრი გავაკეთოთ, რომელს უფრო ძლიერი იმუნიტეტი ექნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტებს ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადა, სადაც მან კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უკავშირდება ვაქცინაციას, ეს არის ის, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან.

“ოჯახის ყველა  წევრი აცრილი მყავს. ჩემი მეუღლე მანამდე აიცრა. ასე, რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვეუბნები – აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ყოველგვარი ჭორები და ის ტყუილები, რაც ვრცელდება სხვადასხვა საშუალებით, არის უსაფუძვლო სიცრუე და ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს. მთელი მსოფლიოს ლიდერები იცრებიან აღნიშნული ვაქცინებით. ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უკავშირდება ვაქცინაციას და ამ არგუმენტს ვერანაირი კონტრარგუმენტი ვერ უპირისპირდება – ეს არის ის, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან.  ამიტომ, დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი ოჯახები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები