კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1362, აჭარაში – 595, იმერეთში – 415

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების  3 344 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 362 შემთხვევა, აჭარაში – 595, იმერეთში – 415, ქვემო ქართლში – 139, შიდა ქართლში – 155, გურიაში – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 210, კახეთში – 262, მცხეთა-მთიანეთში – 59, სამცხე-ჯავახეთში – 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 41 187 საიდანაც: 6 511 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 055, აჭარაში – 876, იმერეთში – 938. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 308 პირი, მათ შორის, თბილისში – 582, აჭარაში – 132, იმერეთში -294. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 288 პირი,  მათგან თბილისში – 192, აჭარაში – 16, იმერეთში – 18. 2 533 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 156 – თბილისში, 812- აჭარაში. 32 143 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები