კულტურის სამინისტრო კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვის გენერალური ინსპექციის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსს აცხადებს

6 აგვისტოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურულ ფასეულობათა დაცვის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანსიაზე ღია კონკურსი გამოაცხადა. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 15 აგვისტოა.

აღნიშნულ პოზიციაზე აუცილებელია: უმაღლესი განათლება: ბაკალავრი სამართლის, ისტორიის, ხელოვნებათმცოდნეობის, კულტურული მემკვიდრეობის კვლევების ან მუზეუმმცოდნეობის სფეროში. სამართლის, ისტორიის, ხელოვნებათმცოდნეობის, კულტურული მემკვიდრეობის ან სამუზეუმო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება. სასურველია: საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; ინგლისური ენის ცოდნა.

მოვალეობებში სხვა ფუნქციებთან ერთად შედის: საქართველოს სახელმწიფო სამუზეუმო ფონდებში დაცული კულტურული ფასეულობების მდგომარეობის, დაცულობისა და აღრიცხვიანობის, აგრეთვე ზოგადი სამუზეუმო წესების დაცვის კონტროლი; მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, შეტყობინებების, სხვა ნებისმიერი გზით მიღებული ინფორმაციის, ასევე, მინისტრის დავალების საფუძველზე, სამსახურებრივი შემოწმება და სამსახურებრივი დასკვნის მომზადება. საქმიანობის პროცესში საჭირო ყველა ინფორმაციის, განმარტებისა და დოკუმენტის მოთხოვნა-მიღება; გამოვლენილი სამსახურებრივი გადაცდომის ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენცია. აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; შესრულებული სამუშაოს შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება.

პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო 2500 ლარს შეადგენს.

სამინისტრო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც მოცემული პოზიციების შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსში და წარმატებას უსურვებს ყველა აპლიკანტს. ვაკანსიის ბმული და დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ აქ: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/66619?active=1&fbclid=IwAR1sf0OTbgcGvK0bpnFDu3CCigcIunIYvZ5gtRSaQcYzTJCF0KRy2en-tfk

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები