ანდრია გვიდიანი: აშკარაა, რომ “თბილსერვისის” თანამშრომლების გაფიცვის უკან პოლიტიკური მოტივები იდგა

აშკარაა, რომ გუშინ “თბილსერვისის” თანამშრომლების გაფიცვის უკან პოლიტიკური მოტივები იდგა. აბსოლუტურად გაუგებარია რა მიზანს ისახავდა და, ზოგადად, რას ემსახურებოდა მთელი ეს კონცერტი?! – ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, გაფიცვა კონკრეტული პოლიტიკური ძალების ორკესტრირებით ხორციელდებოდა.

“აშკარაა, რომ გუშინ “თბილსერვისის” თანამშრომლების გაფიცვის უკან პოლიტიკური მოტივები იდგა. აბსოლუტურად გაუგებარია რა მიზანს ისახავდა და, ზოგადად, რას ემსახურებოდა მთელი ეს კონცერტი?! რეალურად გუშინვე გაირკვა, რომ გაფიცვის დასახელებული ყველა მიზეზი ტყუილი აღმოჩნდა. სინამდვილეში როგორც უნიფორმების, ისე სპეცტექნიკის ჩანაცვლების და ხელფასების ზრდის კუთხით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ამიტომ, ნათელია, რომ გუშინ ვიხილეთ ძალიან იაფფასიანი პროვოკაცია, რომელიც, ჩემი აზრით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ორკესტრირებით ხორციელდებოდა.

ზოგადად, ოპოზიციის პრობლემა ის არის, რომ ეს ხალხი პოლიტიკური ქულების დაწერას საქმის გაფუჭებით და პროვოკაციებით ცდილობს. სინამდვილეში გაკოტრებულ ოპოზიციას, ამ არჩევნებზე არაფერი აქვს სათქმელი თბილისელებისთვის. ამიტომ მათი ერთადერთი გზა ტყუილებზე და დესტრუქციაზე დაფუძნებულ საარჩევნო კამპანიაზე გადის.

რა თქმა უნდა, გუშინდელი აურზაური უშუალოდ კახი კალაძის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია იყო. ყველა თანხმდება იმაზე, რომ კალაძე თბილისის მერობის უკონკურენტო კანდიდატია. შესაბამისად, ხელმოცარული ოპოზიცია ყველაფერზე მიდის, ყველაფერს კადრულობს, ყველანაირად მავნებლობენ, რომ რამენაირად ქაოსი და გაუგებრობა შემოიტანონ. თუმცა, ერთი რამ ავიწყდებათ – სიმართლე მათ მხარეს არ არის, ამიტომ გამორიცხულია რაიმე შედეგს მიაღწიონ.

გუშინდელ პროვოკაციაზე კალაძის პასუხი ძალიან ეფექტური იყო. სტანდარტული განცხადებების ნაცვლად, თბილსერვისის თანამშრომლებთან ერთად მთელი ღამე ქალაქს პირადად ასუფთავებდა. ამ დროს ერთი ორი კლოუნი მიუვარდა და იაფფასიანი შოუს მოწყობას შეეცადა. ამ კონტრასტის ფონზე, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა, რომ კალაძე საქმის კეთებაზეა ორიენტირებული, ხოლო ოპოზიცია მავნებლობასა და დესტრუქციაზე. მოკლედ რომ ვთქვა, ოპოზიცია თავისი უნიჭობით საკუთარივე აბლაბუდაში გაეხვა. ამიტომ შემდეგისთვის უმჯობესი იქნება ოპოზიცია მავნებლობას თუ თავს დაანებებს და რეალურ პოლიტიკურ ოპონირებას დაიწყებს”,- წერს ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები