ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებული, წალკის მამათა მონასტრის ბერია
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებული წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონ მაისურაძეა.
“ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ბორჯომში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ბრალდებულია წალკის მამათა მონასტრის ბერი ანტონი (მაისურაძე). იგი წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა.
ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე.
მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი,”- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომში მომხდარ მკვლელობაზე, პოლიციამ დღეს ერთი პირი დააკავა.
ბორჯომში მოკლული კაცი 36 წლის ლევან ნამგალაძეა. ის ადგილობრივი იყო.