თამთა მეგრელიშვილი – სააკაშვილმა ამ ომით საკუთარი ქვეყანა გაყიდა
2008 წლის 9 აგვისტოს სააკაშვილის მიერ გამოცემულ # 402 ბრძანებულებაში ვკითხულობთ, რომ ” 8 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოვიდა ასეულობით სამხედრო პირი და სამხედრო ტექნიკა”, დაირღვა საქართველოს საჰაერო სივრცე, დაიბომბა სამხედრო ბაზები, აეროპორტი და სხვა“ – წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის დროს ამ ფართომასშტაბიან ინტერვენციას ხან აღიარებდა და ხანაც უარყოფდა.
„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ღია აგრესია არ დაწყებულა აგვისტოში, აგვისტოს მოვლენებს მრავალი წინაპირობა ჰქონდა და ამას გზა გაუხსნა მიხეილ სააკაშვილის გაუაზრებელმა პოლიტიკამ.
რატომ ვერ შეძლო საქართველომ თავიდან აეცილებინა ეს კონფლიქტი?აწარმოებდა თუ არა დიპლომატიურ აქტივობას იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა კონფლიქტის ესკალაცია და კეთდებოდა თუ არა საამისოდ ყველაფერი?
ეს კითხვები კითხვებად დარჩა, რადგან სააკაშვილმა ამ ომით საკუთარი ქვეყანა გაყიდა.
ერთ ერთ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი აღიარებს “დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში საკუთარი სამშობლოსა და მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად”.
2008 წლის 9 აგვისტოს მის მიერვე გამოცემულ # 402 ბრძანებულებაში ვკითხულობთ, რომ ” 8 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოვიდა ასეულობით სამხედრო პირი და სამხედრო ტექნიკა”, დაირღვა საქართველოს საჰაერო სივრცე, დაიბომბა სამხედრო ბაზები, აეროპორტი და სხვა.
ჯერ კიდევ მისივე პრეზიდენტობის დროს ამ ფართომასშტაბიან ინტერვენციას ხან აღიარებდა და ხანაც უარყოფდა სააკაშვილი. წლების შემდეგ ქვეყნიდან გაქცეული ყოფილი პრეზიდენტის დამოკიდებულებები შეიცვალა. მისი აღიარება – “დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში საკუთარი სამშობლოსა და მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად” მის მიერვე რუსულ ნარატივად გამოცხადდა და ეს ნარატივი ქართულ ოცნებას მიეწერა.
ამან კიდევ უფრო დააბნია მისი ყურმოჭრილი მადიდებლები, ვეღარ გაიგეს მათი საქმისთვის რა ჯობია, საკუთარ ქვეყანას დააბრალონ ომის დაწყება როგორც სააკაშვილმა განაცხადა თუ ასევე სააკაშვილის ბრძანებულების შინაარსით იხელმძღვანელონ და გააჟღერონ, რომ “8 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოვიდა ასეულობით სამხრდრო პირი და სამხედრო ტექნიკა”…
რუსეთ – საქართველოს ომის შესახებ ამ მძიმე გზავნილების შინაარსში დაკარგული მიხეილ სააკაშვილი ომის დაწყებამდე, ომის დროს და ომის შემდეგაც რუსულ ნარატივზე იჯდა!
ამ თემაზე მისი საჯარო საუბარი თუ მის მიერვე გამოცემული ოფიციალური დოკუმენტი, ბრძანებულება, ფაქტია ერთმანეთთან შინაარსობრივ წინააღმდეგობაშია.
წლები გავიდა და იქნებ ახლა მაინც აღიარო ყოფილო პრეზიდენტო გაყიდულ ომში, ამ დიდ რუსულ საქმეში შენი რა წილია?!“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.